გახდით ექსპერტი შემფასებელი.
აღმოაჩინეთ თქვენთვის შესაბამისი მაღალი ანაზღაურება.
ხელოვნური ინტელექტის სისტემების უსაფრთხო განვითარებაში მონაწილეობისთვის, ჩვენ ვაკავშირებთ სხვადასხვა დარგის ექსპერტებს საქართველოდან - წამყვან AI კომპანიებთან და სტარტაპებთან.
ჩვენი მიზანია შევქმნათ ხიდი თქვენს ცოდნასა და ტექნოლოგიურ პროგრესს შორის, რათა ხელოვნური ინტელექტი განვითარდეს არა მხოლოდ სწრაფად, არამედ უსაფრთხოდ.
ამ პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ხარისხს, სიზუსტესა და მაღალ ეთიკურ სტანდარტებს.
თითოეული დარგობრივი ცოდნა უნიკალურია და არსებითად მნიშვნელოვანი ხელოვნური ინტელექტის სისტემების სწორი და თანმიმდევრული განვითარებისთვის.
სწორედ თქვენი მრავალფეროვანი ექსპერტიზის საფუძველზე, ხდება მონაცემთა სათანადო შეფასება და დახვეწა.
თქვენი, როგორც შემფასებლის როლია, უზრუნველყოთ, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელები არ დაეყრდნონ მხოლოდ სინთეთიკურ მონაცემებს, არამედ განვითარდნენ უმაღლესი ხარისხისა და ეთიკური ნორმების დაცვით. ყოველივე ეს კი, განსაზღვრავს სანდო, უსაფრთხო და ადამიანზე ორიენტირებული AI სისტემების განვითარებას.
სამედიცინო სფერო, სამართალი, IT, ინჟინერია, მარკეტინგი, ფინანსები, ლინგვისტიკა და მრავალი სხვა მიმართულება.
თქვენი ცოდნა და პროფესიული გამოცდილება მნიშვნელოვანია თანამედროვე AI სისტემების უსაფრთხო განვითარებისთვის.
შემოგვიერთდით*ანაზღაურება დამოკიდებულია პროექტზე